ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 25 ნოე
ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი)

ძირითადი მოვალეობები:

** HR მონაცემთა ბაზის/პროგრამის ადმინისტრირება, ელექტრონული პირადი საქმეების წარმოება თითოეულ თანამშრომელზე; 
** დასწრებადობის აღრიცხვა-კონტროლი - სპეციალურ პროგრამაში ყოველდღიური დასწრების ტაბელების სწორად წარმოების კონტროლი.
** ურთიერთობა ბანკებთან (ახალი თანამშრომლისთვის სახელფასო ბარათის დამზადება, განაცხადის შევსება, ბარათის გააქტიურება, მიწოდება თანამშრომლისთვის)
** ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიასთან (თანამშრომლის დაზღვევა/დაზღვევის გაუქმება, საოჯახო პაკეტით დაზღვევა, ბარათების განაწილება, სადაზღვევო პრემიის აღნიშვნა პროგრამაში)
** ურთიერთობა მომსახურე სატელეფონო კომპანიებთან (ნომრის გააქტიურება, ლიმიტის კონტროლი და ა.შ.)
** სხვა შესაბამისი დავალებები, რომელიც უკავშირდება  აღნიშნულ თანამდებობას.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული ან/და ბიზნეს ადმინისტრირების განხრით)
** 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; (აუცილებელია)
** კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, აკურატულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი წერის და საუბრის მანერა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hrs.org@client.jobs.ge 2018 წლის 25 ნოემბრამდე.  გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  - "ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე