მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: საინვესტიციო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
საინვესტიციო ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი:  სრული განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოლდინგის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიების საბუღალტრო მომსახურების მიზნების განსაზღვრა, მათი მაღალი ხარისხით შესრულების კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად, შვილობილი კომპანიების საერთო ბუღალტრული აღრიცხვის და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება.
** შესაბამისი საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის აწყობა, დროში ოპტიმალურად დაგეგმვა და მართვა, ჰოლდინგის შიდა სტანდარტების გათვალისწინებით.
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საგადასახადო აუდიტის დროს, შვილობილი კომპანიების სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
** საბუღალტრო სამსახურის მხრიდან კომპანიების კლიენტებთან/პარტნიორებთან (დებიტორები, კრედიტორები და სხვ.) მოლაპარაკება და საქმის წარმოება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიების მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე ზრუნვა;
** საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელთა მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, პასუხისმგებლობის ეფექტიანი გადანაწილება და შესრულების ზედამხედველობა, მხარდაჭერა და კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში; 
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე;
** საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამის 1С-ის ან "ბალანსი" და MS Office პროგრამების ცოდნა;
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

ენების ცოდნა:

** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ca.investholding@client.jobs.ge და ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე