სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორი - კახეთი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე კახეთში.

ადგილმდებარეობა: თელავი, გურჯაანი, ახმეტა, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, საგარეჯო, სიღნაღი, წნორი, თიანეთი.

შესარჩევი ეტაპი:

** კანდიდატების ტესტირება-გასაუბრება;
** მოკლევადიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება (პრაქტიკა ქალაქისა/რეგიონის ჭრილში).

ზემოთმოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში ანაზღაურების სახით კანდიდატს ჩაერიცხება სტიპენდია, რის შემდგომ იგი დასაქმდება ფილიალში თანამშრომლების შვებულების, დეკრეტული შვებულების და სხვა აუცილებელი მოთხოვნების დროს, შესაბამისი ანაზღაურებით.

მოლარე-ოპერატორის რეზერვის შექმნა გულისხმობს:

** შემოსული რეზიუმეების გადარჩევას;
** კანდიდატების ტესტირება-გასაუბრებას;
** ტრეინინგებს.

ზემოთმოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი ჩაირიცხება ბანკის საკადრო რეზერვში და დასაქმდება ფილიალში თანამშრომლების შვებულების, დეკრეტული შვებულების და სხვა აუცილებელი მოთხოვნების დროს, შესაბამისი ანაზღაურებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** გუნდური მუშაობის უნარი;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და რაიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე