მიმღები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმღები
მომწოდებელი: Medical House
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 27 ნოე
სოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა "Medical House" აცხადებს ვაკანსიას მიმღების პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მიღება, დარეგისტრირება, მიმართულების მიცემა;
** კლინიკაში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი და რეგისტრაცია;
** პაციენტებისა რიგითობის კონტროლი;
** შიდა კორესპონდენციის მიღება და გადაცემა შესაბამის ადრესატამდე,
** ფულადი ნიშნების მკაცრ კონტროლზე აყვანა. ფასიანი ქაღალდების, სალარო აპარატის, პაციენტის ისტორიის გამართული და ზუსტი მუშაობის ორგანიზება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სწრაფად ბეჭდვის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** თავაზიანი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 27 ნოემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@medicalhouse.ge და მიუთითეთ ელ. ფოსტის სათაურის ველში პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ბერბუკის 10
ტელ: 2 330833
ვებ-გვერდი: http://www.medicalhouse.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე