UX დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: UX დიზაინერი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / განახლდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
"სფეისის" გუნდის შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ?

UX დიზაინერს:

** რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
** ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
** 2 წელზე მეტი გამოცდილებით თანამედროვე დიჯიტალ პლატფორმების (ვებ, მობილური აპლიკაციები) მომხმარებლის გამოცდილების (UX) დიზაინში;
** კონცეპტუალური ხედვით, ვიზუალური კომუნიკაციის უნარით, სკეტჩებისა და პროტოტიპების მომზადების ტექნიკების ცოდნით;
** ინფორმაცის ორგანიზების და სტრუქტურიზების ბაზისების ცოდნით (Information Architecture)
** შემდეგი პროგრამების საბაზისო ცოდნით: Sketch, In Vision და სხვა მსგავსი პროგრამები;

რას გააკეთებ?

** უმთავრესი ამოცანაა უნიკალური და საუკეთესო გამოცდილების (UX) შექმნა მომხმარებლისთვის;
** პროდუქტის ყოველი ახალი ფუნქციის ამოცანის მფლობელებთან ერთად განხილვა და ოპტიმალური მომხმარებლის გზის (user journey) და სტრუქტურის შექმნა;
** Wireframe-ბისა და პროტოტიპების შექმნა;
** მომხმარებლის ინტერფეისის (UI) დიზაინერთან ერთობლივი მუშაობა დიზაინის შესამუშავებლად;
** მომხმარებლების კვლევისა და პროდუქტის გამოყენების ტესტირება და შემდგომი ანალიზი (Usability Lab-ის გამართვა);
** პროდუქტის განვითარების ხედვისა და სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;
** ახალი ტრენდებისა და ტექნოლოგიების კვლევა, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება, გაზიარება;

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** მომხმარებლის ინტერფეისების დიზაინის შექმნის გამოცდილება
** Usability ტესტირების პრაქტიკების ცოდნა

როგორ დაგვიკავშირდე? გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე