პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი - მარნეული
მომწოდებელი: დი სი ეი საქართველო
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 16 ნოე
პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "დი სი ეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ მარნეულში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკების პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა;
** მოვალეებთან ვიზიტი, მოლაპარაკების წარმოება ვალდებულების შესრულებისა და დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
** პრობლემური აქტივების მართვა და ანგარიშების წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან/და ეკონომიკური);
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (უპირატესობა მიენიჭებათ დამატებით რუსული ენის მცოდნე პირებს);
** კანდიდატს სავალდებულოდ უნდა ჰყავდეს მსუბუქი ავტომობილი, შესაბამისი მართვის უფლებით;
** პრიორიტეტულია სამართალდამცავ, საგადასახადო, სააღსრულებო, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საბანკო სექტორში, და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** 25-60 წლის ასაკის მამაკაცი;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** გაწონასწორებულობა;
** მიზანდასახულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: dcageorgia.vacancy@gmail.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიცია და რაიონი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 16 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე