სახელმწიფო შესყიდვების შემსწავლელი კურსი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სახელმწიფო შესყიდვების შემსწავლელი კურსი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / განახლდა: 12 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აცხადებს მიღებას სახელმწიფო შესყიდვების შემსწავლელ კურსზე.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს (ISO 9001) ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

სწავლების მეთოდი:

** თეორია + პრაქტიკა;
** ქეისების განხილვა.

სახელმწიფო შესყიდვების კურსი მოიცავს:

** სახელმწიფო შესყიდვების არსი, მარეგულირებელი კანონმდებლობა;
** სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა, შესყიდვის განხორციელების საშუალებები და მეთოდები;
** ტენდერი, სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
** ტენდერი, სატენდერო წინადადებების მიღება, გახსნის, განხილვისა და შეფასების წესი;
** გამარტივებული შესყიდვა;
** გასაჩივრება და დავების გადაწყვეტის მექანიზმები;
** სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება;
** შესყიდვების დოკუმენტაციის პრაქტიკული შედგენა.

კურსის ხანგრძლივობა: 16 საათი 1 თვე.
კურსის ღირებულება: 350 ლარი.
კორპორატიული კლიენტებისთვის მოქმედებს სპეციალური წინადადება.

კურსი გულისხმობს ფინალურ სასერტიფიკატო გამოცდას, რომლის საფუძველზე გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/2ySvaG

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

სათაო ოფისი: ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

თქვენ შეგიძლიათ ტრენინგების გასავლელად დაგვიკავშირდეთ რეგიონულ ოფისებს:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის 1 სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 599 334700

ქ. ზუგდიდი, შოთა კიტიას 9, სართული 1
ტელ.: (+995 415) 220300, 596787700

ქ. ბათუმი მელიქიშვილის ქ. N33
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე