საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / განახლდა: 12 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი თბილისი, რეგიონები.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აცხადებს მიღებას საოფისე პროგრამების შემსწავლელ კურსზე.

ევროპის აკადემიური ცენტრი ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

კურსის განმავლობაში ისწავლება ოპერაციული სისტემა Windows 7-თან მუშაობა; საოფისე პროგრამები: Microsoft Office - Word, Excel, PowerPoint, Outlook; ინტერნეტში ნავიგაცია, ინფორმაციის მოძიება, მეილის შექმნა-გამოყენება.

კურსდამთავრებული შეძლებს:

** იმუშაოს ოპერაციულ სისტემა Windows -თან, მოაწყოს მისთვის სასურველი სამუშაო გარემო (Desktop); შეინახოს ინფორმაცია, გადაიტანოს იგი ინფორმაციის გადამტანი მოწყობილობების საშუალებით(USB Flash Drive, CD / DVD);
** სრულყოფილად მოამზადოს დოკუმენტები Microsoft Office 2010 -ში;
** იმუშაოს ელექტრონულ ცხრილებთან, შეასრულოს სხვადასხვა ტიპის გამოთვლები, ააგოს დიაგრამები, მოახდინოს მონაცემთა ბაზის შექმნა Microsoft Office Excel 2010 -ის გამოყენებით;
** მოამზადოს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის, თემატიკის პრეზენტაციები Microsoft Office Power Point 2010 -ის საშუალებით;
** მოიძიოს საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში, შექმნას ელექტრონული ფოსტა და იმუშაოს მასთან სრულყოფილად.

კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი.
სწავლის საფასური: 180 ლარი ჯგუფში; 220 ინდივიდუალურად.

კურსის ბოლოს ტარდება გამოცდა და გაიცემა შესაბამისი დონის, ორ ენოვანი, "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/2ySvaG

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

სათაო ოფისი: ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

თქვენ შეგიძლიათ ტრენინგების გასავლელად დაგვიკავშირდეთ რეგიონულ ოფისებს:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის 1 სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 599 334700

ქ. ზუგდიდი, შოთა კიტიას 9, სართული 1
ტელ.: (+995 415) 220300, 596787700

ქ. ბათუმი მელიქიშვილის ქ. N33
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე