სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / განახლდა: 12 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სისხლის სამართლის პრაქტიკულ კურსს.

ევროპის აკადემიური ცენტრი ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

აღნიშნული პროფესიული პრაქტიკა სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამის კრედიტებად ჩაეთვლებათ.

ტრეინინგი მოიცავს:

I ეტაპი:

1. ტერმინთა განმარტება (შედარებითი დახასიათება ძველ კოდექსთან მიმართებაში);
2. ბრალდებული, მისი ძირითადი უფლებები, ადვოკატის და ბრალდებულის ურთიერთობა;
3. ადვოკატის/ბრალდებულის საგამოძიებო უფლებამოსილება (საგამოძიებო მოქმედებებისა და მათი ნიუანსების განხილვა);
4. სხვა საპროცესო მოქმედებები (ექსპერტიზის საკითხები);
5. დაზარალებული/მოწმე (დაზარალებულის ახლებური სტატუსი, მოწმე და გამოსაკითხი პირი, მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა გამოძიებისას 114-ე საგამონაკლისო მუხლი);
6. შუამდგომლობა/ საჩივარი (ზოგადი დებულებები).

II ეტაპი:

1. მტკიცების სტანდარტები (დეტალური ანალიზი);
2. მტკიცებულებები და მტკიცების წესები (დეტალური მიმოხილვა მტკიცებულებების შესახებ, მათი დაუშვებლად ცნობის საკითხები);
3. სისხლის სამართლებრივი დევნა/დაკავება;
4. აღკვეთის ღონისძიებები.

III ეტაპი:

1. წინასასამართლო სხდომა;
2. არსებითი განხილვა - მსაჯულთა სასამართლოს მიერ, მსაჯულთა გარეშე;
3. აპელაცია/კასაცია/ახლადგამოვლენილი გარემოებები.

IV ეტაპი:

მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვაში. ჩაერთვებიან სასამართლო პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ ადმინისტრაციულ დავებში, დაეუფლებიან ადვოკატთა უნარ-ჩვევებს.

ტრეინინგი მოიცავს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, მასში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების განხილვას. ასევე, მსმენელები გაეცნობიან თუ როგორ იყენებს და ნერგავს დღევანდელი სასამართლო სისტემა ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს; გაეცნობიან ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განხილულ საქმეებს.

კურსი მოიცავს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების პრაქტიკულ განხილვას ადვოკატთან ერთად.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, ჩატარდება კვირაში ორი მეცადინეობა.
კურსის ღირებულება: 100 ლარი თვეშo.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

სათაო ოფისი: ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

თქვენ შეგიძლიათ ტრენინგების გასავლელად დაგვიკავშირდეთ რეგიონულ ოფისებს:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის 1 სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 599 334700

ქ. ზუგდიდი, შოთა კიტიას 9, სართული 1
ტელ.: (+995 415) 220300, 596787700

ქ. ბათუმი მელიქიშვილის ქ. N33
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე