უფროსი ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 5 ნოე / ბოლო ვადა: 5 დეკ
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/)  აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები და უნარები, რომლებსაც  კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო  გამოცდილება იმპორტის მენეჯმენტში და ლოჯისტიკურ საკითხებში, სხვა შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;
** გამოცდილება,  საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებაში;
** გამოცდილება შესყიდვების, პროდუქციის ნაშთების, გაყიდვების დაგეგმვასა და კონტროლში;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა, გაყიდვებისა  და შესყიდვების ანალიზი აქედან გამომდინარე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office-ის)  კარგად ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** უმაღლესი  განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით;
** პრემიუმ  სეგმენტში მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა  Fina-ში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა  და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე  და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების/იმპორტის მენეჯმენტი, ლოჯისტიკა და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების მოგვარება;
** საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობა;
** სასაქონლო მარაგების ანალიზი და ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** დაქვემდებარებულთა მუდმივი ტრეინინგი, სხვადასხვა სამოტივაციო პროგრამების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა,  დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ  მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი.

პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან;
** პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5-6 დღე  (თვეში 2 შაბათი დასვენება, 2 შაბათი - სამუშაო).
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის.: თბილისი, აკაკი ბელიაშვილი ქ. 86
ვებ-გვერდი:  http://www.bellemaison.ge | https://www.facebook.com/bellemaisontbilisi | https://www.facebook.com/VilleroyandBochGeorgia

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: david@bellemaison.ge

კანდიდატები გაივლიან რამდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა: რეზიუმე  ფოტოსურათთან ერთად, ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითეთ "უფროსი ბრენდ  მენეჯერის" პოზიცია.

გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი  განხილვისთვის, რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე