რეგიონული სტარტაპ კრეათონების სერია
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონული სტარტაპ კრეათონების სერია
მომწოდებელი: გლობალური სამეწარმეო ქსელი
გამოქვეყნდა: 31 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ნოე
"გლობალური სამეწარმეო ქსელი" საქართველოს "მეწარმეობის რეგიონალური აკადემიის" მიერ გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 3 რეგიონალური კრეათონი:

13 ნოემბერი - "აგრითონი", ზუგდიდი:

მინი კრეათონი "Smart City"-ის მიზანია მოქალაქეებმა შექმნან ახალი, ინოვაციური ციფრული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ქალაქის გასაუმჯობესებლად და ჭკვიანი ქალაქის განსავითარებლად.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

** აგრონომებს/ფერმერებს;
** ბიზნესის განვითარების სპეციალისტებს/ეკონომისტებს;
** პროგრამისტებს/დიზაინერებს;
** ინოვატორებს ნებისმიერი სფეროდან;

სარეგისტრაციო ფორმა მონაწილეებისთვის - http://bit.ly/Agrithon

14 ნოემბერი - "ჭკვიანი ქალაქი", ბათუმი:

მინი კრეათონი "Agrithon"-ის მიზანია ინოვაციური იდეების გენერირება სოფლის მეურნეობის სფეროში.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

** არქიტექტორებს/სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს;
** ფერმერებს;
** ჯანდაცვის სპეციალისტებს;
** ბიზნესის განვითარების სპეციალისტებს/ეკონომისტებს;
** პროგრამისტებს/დიზაინერებს
** ინოვატორებს ნებისმიერი სფეროდან;

სარეგისტრაციო ფორმა მონაწილეებისთვის - http://bit.ly/smartcitybatumi

17 ნოემბერი -"ვაინათონი", თელავი:

მინი კრეათონი "Winethon"-ის მიზანია ინოვაციური, კრეატიული იდეების გენერირება ღვინის ინდუსტრიაში.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

** ღვინის ტექნოლოგებს, მეღვინეებს;
** ბიზნესის განვითარების სპეციალისტებს/ეკონომისტებს;
** პროგრამისტებს/დიზაინერებს;
** ინოვატორებს ნებისმიერი სფეროდან;

სარეგისტრაციო ფორმა მონაწილეებისთვის - http://bit.ly/winethon

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა:

** ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ კვალიფიციური მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბონ ინოვაციური იდეები, დაამუშაონ ბიზნეს კონცეფციები და შექმნან პირველადი პროტოტიპები;
** გამარჯვებული გუნდის წევრები მოწვეული იქნებიან "გლობალური მეწარმეობის კვირეულის" გალა დახურვის/დაჯილდოების ღონისძიებასა და მიღებაზე (მგზავრობისა და ცხოვრების დაფინანსებით);
** გამარჯვებული გუნდი გააგრძელებს მუშაობას იდეის განვითარებაზე ადგილობრივ და უცხოელ მენტორებთან ერთად 10 საათის განმავლობაში;

"კრეათონები" ხორციელდება გლობალური სამეწარმეო ქსელი საქართველოს მიერ ზუგდიდის ტექნოპარკთან, თელავისა და ბათუმის ამერიკულ კუთხეებთან თანამშრომლობით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.
 
ყველა სხვა განცხადება ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე