ანაზღაურებადი სტაჟირება - იურისტის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - იურისტის თანაშემწე
მომწოდებელი: ჯასთის ლიგ
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / განახლდა: 16 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ოქტ
იურიდიული კომპანია "Justice League - ჯასთის ლიგ" (http://www.justiceleague.ge) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის თანაშემწეს თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა.
** ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** კომპანიისათვის კლიენტებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა და იმ ფუნქციების განხორციელება, რომელიც უკავშირდება კლიენტების მუშაობის ყოველდღიური საქმიანობის იურიდიულ ასპექტებს
** სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, მოქნილი გრაფიკით
** ინგლისური ენა, კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით. რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად,
** კომპიუტერული პროგრამები.

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე.
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა: 2-დან 4-თვემდე.

დაწყების თარიღი - 2018 წლის 30 ოქტომბერი.
განცხადების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 25 ოქტომბერი.

გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: contact@justiceleague.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე