ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 15 ნოე
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას - ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტია მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტის იმპორტი და რეალიზაცია მისაღებ ფასად. ციტადელი სამშენებლო პროდუქციის ისეთი მომწოდებლების პარტნიორია, როგორიცაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები: დანიური კომპანია "Rockwool," ფრანგული კომპანია "Icopal," რუსული კომპანია "Sveza," გერმანული კომპანია "Peri," დანიური კომპანია "Paroc," გერმანული კომპანია "Liebherr," გერმანული კომპანია "kreisel" და სხვა.
"ციტადელი" მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის აქტუალურ და მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია აერთიანებს სავაჭრო სივრცეებს, საბითუმო ბაზებს თბილისსა და ბათუმში, სამშენებლო ტექნიკის, სამშენებლო და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიას.

კომპანია "ციტადელი" მზარდი განვითარების კომპანიაა და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე. ის გამოირჩევა ახალგაზრდა, პერსპექტიული საკადრო რესურსის განვითარების ხელშეწყობითა და დასაქმებით. სარგებლობს კარგი რეპუტაციით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობით, კვალიფიციური თანამშრომლებით, თანამშრომლებზე ზრუნვით და განვითარებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით;
** ძირითადი ქსელური ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ქსელის ადმინისტრატორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქსელის აგების პრინციპის და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების საფუძვლიანი ცოდნა და ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება;
** ქსელის ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
** ქსელის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, ქსელის ადმინისტრირება;
** წარმოქმნილი ხარვეზების და პრობლემების დროული აღმოჩენა და მოგვარება;
** ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ორგანიზაციის WIFI ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა და განვითარება;
** ქსელის და ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის, გეგმის შემუშავება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ამოცანების ოპერატიულად და ორგანიზებულად გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ქსელის ადმინისტრატორი).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 ნოემბრამდე, 2018 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელი ჰოლდინგის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.citadeli.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე