ინგლისური ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ნიუტონის თავისუფალი სკოლა
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ "ნიუტონის თავისუფალი სკოლის" გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს ინგლისური ენის მასწავლებელს.

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება
** მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე