ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: რომპეტროლ საქართველო
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 19 ნოე
"რომპეტროლ NV" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად დამკვიდრებულ ნავთობ კომპანიას რუმინეთში და ასევე მნიშვნელოვან მოთამაშეს შავი ხმელთაშუა ზღვების ავზების ტერიტორიაზე. კომპანიაში დასაქმებულია 7 000-ზე მეტი თანამშრომელი და იგი წარმოდგენილია 12 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში.

"რომპეტროლ საქართველო" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, რომპეტროლ საქართველოს სათაო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 9:00-18:00, პარასკევი 9:00-16:00
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატი მიიღებს სამუშაო შეთავაზებას რომპეტროლ საქართველოსაგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** რუსული და/ან ინგლისური ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული მეტყველების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ გაქვთ სურვილი შეიძინოთ გამოცდილება და შეიქმნათ კარიერა გაყიდვების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიაში და აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: apply@rompetrol.com არაუგვიანეს მიმდინარე წლის 19 ნოემბრისა და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ - "intern" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.

რომპეტროლ საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე