ექსპორტის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექსპორტის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
შპს "აპტოს", ექსპორტის გაყიდვების განყოფილება აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"აპტოსი" არის სახისა და სხეულის გადასაჭიმი მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანია. 22 წლიანი ისტორია 1996 წელს იწყება, როდესაც ექიმმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს - thread lifting. აპტოსს ეკუთვნის პირველი საერთაშორის პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

აპტოსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას იძლება. 2018 წლის მონაცემებით აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ასევე პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ აზიის ცენტრალური ოფისი მოსკოვში, ხოლო ევროპის - პრაღაშია განთავსებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის საექსპორტო რეალიზაციის პროცესების მართვა;
** არსებულ დისტრიბუტორებთან ყოველდღიური მუშაობა;
** პოტენციური სადისტრიბუციო ქვეყნების/კომპანიების მოძიება, შეფასება და ანალიზი;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და პროდუქციის სარეალიზაციოდ მომზადება;
** ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დროული ინფორმირება გადაზიდვის შესრულებაზე;
** გაყიდვების კვარტალური და წლიური გეგმების შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო მუშაობა საექსპორტო გაყიდვების მხარდამჭერი ღონისძიებების კუთხით;
** ძირითადი კონკურენტი კომპანიების და პროდუქტების მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის საფასო პოლიტიკის, სხვადასხვა აქციების და აქტივობების კუთხით;
** სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებზე, კონგრესებზე, B2B შეხვედრებსა და ფორუმებზე მონაწილეობის მიღება / კომპანიის წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში პერიოდული მივლინებები სადისტრიბუციო ქვეყნებში;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი და მისი სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და სხვა ენის (გერმანული, ფრანგული, ესპანური ან იტალიური, არაბული) მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი
** მოლაპარაკების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** მოტივაციის მაღალი დონე

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას და სწავლის შესაძლებლობას;
** კომპეტენციაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას, სამუშაოს შესრულებაზე მიბმულ ბონუსურ სისტემას;
** ზეგანაკვეთური ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიულ ნომერს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: hr@aptos.ge

განიხილება მხოლოდ მოთხოვნების შესაბამისი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე