საწყობის მტვირთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის მტვირთავი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს გვერდზე: http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მტვირთავის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებისგან პროდუქციის მიღება და დასაწყობება
** სავაჭრო ობიექტების შეკვეთის გამზადება
** პროდუქციის ვაკუუმირება/დასტიკერება;
** მობრუნებული საქონელის დასაწყობება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მტვირთავი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე