მომსახურების კონსულტანტი - რეზერვი - დედოფლისწყარო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მომსახურების კონსულტანტი - რეზერვი - დედოფლისწყარო
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 28 ოქტ
სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: მომსახურების კონსულტანტის რეზერვი
სამუშაო ადგილი: დედოფლისწყარო

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** პროფესიული ტრენინგები;

პოზიციაზე არსებული პირობები:

** ანაზღაურებადი სტაჟირება
** ანაზღაურება გამოძახებული დღეების/თვეების მიხედვით

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად.
** ორგანიზაციის წინაშე პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა;

სპეციფიკური:

** მისალმება კლიენტის სერვისცენტრში შესვლისთანავე, კრედოს წარდგენა პოტენციური კლიენტებისათვის;
** კლიენტისათვის დახმარების შეთავაზება და გაწევა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** არსებული თუ პოტენციური კლიენტების გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** კლიენტების რიგითობის დაცვის უზრუნველყოფაი;
** სერვისცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრებისა და განრიგის შედგენის უზრუნველყოფა;
** სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში;
** სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა, ოფისის დამლაგებლის საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;
** მომსახურების სტანდარტების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
** საჭიროებისამებრ, სერვისცენტრის მენეჯერისათვის დახმარების გაწევა სხვა დავალებების შესრულებაში.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით);
** ნებისმიერი სამუშაო გამოცდილება განიხილება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge ან შეავსოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2018 წლის 28 ოქტომბრისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი (მაგ. მომსახურების კონსულტანტის რეზერვი დედოფლისწყაროში).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე