სტაჟირება რეპორტინგის სამსახურში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება რეპორტინგის სამსახურში
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 2 ნოე
წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს სტაჟირებას რეპორტინგის სამსახურში.

კომპანიის არსებობის თითქმის 10 წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შეძლო შეექმნა, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის ქსელი მოიცავს 59 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი მისიაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებისა და, საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

დაინტერესებული პირები რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xafc1005056a2625311e8ce0398d863f5

განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 2 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე