გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ირინოლა
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
ტანსაცმლის და აქსესუარების მაღაზია "ირინოლა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
** პასუხისმგებელი იყოს პროდუქციის განლაგება- მოწესრიგებულობაზე.
** დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
** დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.

არ ვითხოვთ გამოცდილებას! ჩვენი გუნდისთვის მთავარია მონდომება და პასუხისმგებლობის გრძნობა! დანარჩენს ჩვენთან ისწავლით!

პიროვნული თვისებები:

** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
** კომუნიკაბელური;
** აკურატული და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული.

მოთხოვნები:

** სასიამოვნო გარეგნობა;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა;
** ასაკი: 18-30 წ;
** სქესი: მდედრობითი.

სამუშაო განაკვეთი და პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი (დღიური 7 საათი) - ანაზღაურება - 450 ლარი
** არასრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 6 სამუშაო დღე, დღიური 4,5 საათი, 16:00-21:30) - ანაზღაურება - 300 ლარი
** არასრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 4 სამუშაო დღე, დღიური 4,5 საათი, 16:00-21:30) - ანაზღაურება - 200 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: irinesikharulidze@yahoo.com და ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და გრაფიკი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე