ტურიზმის მენეჯმენტის კურსი სტაჟირებით
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტურიზმის მენეჯმენტის კურსი სტაჟირებით
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
"VIP Intellect Group" გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების შემსწავლელ ტურიზმის მენეჯმენტის სასერთიფიკატო პროგრამებს, სტაჟირებით ტურისტულ სააგენტოებში!

გაითვალისწინეთ! ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები, ჩვენი რეკომენდაციით წარმატებით აგრძელებენ სხვადასხვა პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიაში მუშაობას!

ჩვენი კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს ტურიზმის ბიზნესის დაწყებასა და მართვას!

გაგიწევთ საკონსულტაციო მომსახურებას, მათ ვისაც ტურიზმის სფეროში გსურთ საქმიანობა და საკუთარი ბიზნესის შექმნა ან სხვის ბიზნესში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობა, გარდა ამისა დაგეხმარებით კვალიფიციური კადრების მოძიებაში, თქვენი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვაში, რეკლამირებასა და გაყიდვების გაზრდაში!

ტურიზმის მენეჯმენტი:

პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი ტურისტული კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტურიზმის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში. ამავე დროს გეძლევათ საშუალება შეიძინოთ ცოდნა, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ ტურიზმის სფეროში ბიზნეს აზროვნების განვითარებაში.

პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს ტურიზმის მენეჯერად ან ტურ ოპერატორად, ან შექმნას საკუთარი ტურისტული კომპანია.

პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:

1. ინტერაქციული ლექციები.
2. სტაჟირება - პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიებში.

ინტერაქციული ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% , თეორია/პრაქტიკა.

გამოცდილი სპეციალისტები არა მხოლოდ შეგასწავლიან ტურიზმს, როგორც სპეციალობას, არამედ გაგაცნობენ ამ სფეროსთვის დამახასიათებელ ყველა ნიუანსს, აგაცილებენ ისეთი შეცდომების დაშვების ალბათობას, რაც ნებისმიერ დამწყებ სპეციალისტს შეიძლება დაემართოს. საკუთარი და სხვა მსგავსი კომპანიების მაგალითებზე და სიტუაციურ ამოცანებზე დაყრდნობით გადმოგცემენ ყველა იმ სპეციფიურ საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მენეჯერი ტურიზმის სფეროში.

სრული კურსის და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: ტურისტული კომპანიის მართვას, მიმზიდველი და გამორჩეული ტურების შექმნას და სწორად დაგეგმარებას. ასევე გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია ტურიზმის მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრინციპებს.

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია - 1 სთ. 30 წთ-იანი
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ.
სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 300 ლარი.

კურსს უძღვება: ნინო ჭიპაშვილი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი მენეჯერი ტურიზმის ბიზნესში, ტრენერი.

ჯგუფში მსმენელთა მიღება:
17 ოქტომბრამდე
12 ნოემბრამდე

კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება და ყველაზე მაღალი შეფასების მსმენელი სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასდ!

სტაჟირების ღირებულება ტურისტულ კომპანიაში: 200 ლარი.
სტაჟირების ხანგრძლივობა: ერთი თვე.

ხოლო გამორჩეული და აქტიური კურსდამთავრებული, სტაჟირებას გაივლის შემდეგ მიიღებენ დასაქმების შესაძლებლობას!

გაითვალისწინეთ! თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად. ჩვენი ათეულობით კურსდამთავრებული უკვე დამოუკიდებლად აგრძელებს სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაში ტურიზმის მენეჯერად და ადმინისტრატორად მუშაობას!

კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: http://vipintellect.ge/ge/register

მის: პეკინის 28, მე-6 სართ.
ტელ: 237 1939; 593 61 82 12; 551 196 110;
ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/vipintellectgroup/
http://www.vipintellect.ge
საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე