გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Talgame
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
"Talgame/Nextep" ვართ ქართული Game სტუდია, ჩვენი გუნდი უკვე რამდენიმე წელია ქმნის თამაშებს და ინტერაქტიულ აპლიკაციებს მობილური პლატფორმებისთვის, რომლებსაც უკვე 10 მილიონზე მეტი გადმოწერა დაუგროვდა. ვმუშაობთ მხოლოდ ჩვენს პროდუქტებზე, გარემოში სადაც გუნდის თითოეული წევრის აზრი დაფასებულია.

ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც ჩვენი თამაშების და აპლიკაციების ხარისხიან გრაფიკულ შეფუთვაზე იმუშავებს.

ეს გულისხმობს: "იკონკებს", სარეკლამო მასალებს (Interstitials, banners, covers etc.), კონტენტს ვებისა და სოციალური მედიისთვის. საქმე ერთდროულად ძალიან აზარტული და შემოქმედებითია, რადგან ეს არის ბაზარი, სადაც დიზაინერის ერთ შტრიხს შეუძლია გადაწყვიტოს აპლიკაციას მილიონები ნახავენ თუ მხოლოდ ახლობელ-მეგობრები გადმოწერენ. ყველას სურს თავისი შემოქმედება მთელმა მსოფლიომ ნახოს, ჩვენთან ეს ხელშესახები რეალობაა.

დამატებით, კარგი ამბავი ისაა, რომ რადგან, გუნდის წევრების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ვმუშაობთ დისტანციურად. ანუ თქვენი ნებაა იმუშავებთ სახლიდან, პლიაჟიდან თუ მთის მწვერვალიდან. არავის მოეთხოვება 9 საათი სამუშაო მაგიდასთან ჯდომა, უაზრო ბიუროკრატია.

ერთადერთი მოთხოვნა პასუხისმგებლობის გრძნობაა, რომ ადამიანი მაქსიმალურად იყოს ჩართული და მონდომებული, შექმნას ხარისხიანი ნამუშევარი წინასწარ შეთანხმებულ ვადებში.

გამოგვეხმაურეთ შემოქმედებითი ადამიანები, ვისაც გაქვთ სურვილი შექმნათ დამოუკიდებელი პროდუქტი და ვისთვისაც არ არის სულ ერთი მათ ნამუშევარს მილიონობით მომხმარებელი ეყოლება თუ მხოლოდ თვითკმაყოფილი დირექტორი დამკვეთი კომპანიიდან.

მოგვწერეთ მისამართზე: hiring@talgame.com. "Subject Line"-ში ჩაწერეთ "Graphics Design - GE" და მეილს აუცილებლად დაურთეთ თქვენი პორტფოლიო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე