საკრედიტო ადმინისტრატორი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკრედიტო ადმინისტრატორი - მარნეული
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 2 ნოე
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის თანამდებობაზე მარნეულის ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 21 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია!

"კრისტალი" გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო ხელშეკრულებების და/ან მათი ცვლილებების მომზადება;
** გადაწყვეტილების ოქმთან ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისობის კონტროლი;
** მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** კლიენტის იდენტიფიკაცია;
** ხელშეკრულებების კომპანიის პირების ორგანიზებულად და დაცულად შენახვა;
** იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;
** სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება;

"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:

** ორგანიზებული, მიზანდასახული და ენერგიული;
** კომუნიკაციის უნარის მქონე;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე.

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** რუსული ენის ან/და აზერბაიჯანული ენის ცოდნა

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 02 ნოემბერს 22:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/bZUMDY

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე