კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ბაქო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ბაქო
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000185
ადგილმდებარეობა: აზერბაიჯანი,ბაქო
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება, 1 წელი გაყიდვების სფეროში
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი.

ენები:

** ქართული - საშუალო
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი
** აზერბაიჯანული - ძალიან კარგი

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** Microsoft Office Excel

დამატებითი მოთხოვნები: საავტომობილო და/ან სპეცტექნიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, სიახლეების გაცნობისა და პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით; აღნიშნული შეხვედრების შედეგებზე რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის კლიენტების შესახებ ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
** ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** კორპორატიული კლიენტების პორტფელის წარმოება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/185
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე