აგრონომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აგრონომი
მომწოდებელი: სოფლის მეურნეობის ბიო პროდუქტ. მწარმოებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
ა(ა)იპ საქართველოს სოფლის მეურნეობის ბიო პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას აგრონომის პოზიციაზე

ასოციაციის შესახებ:

2017 წლის დეკემბერში, საქართველოში დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს სოფლის მეურნეობის ბიო პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია, შეიქმნა ენტუზიასტური იდეით, რაც გულისხმობს:

** ქვეყნის მასშტაბით ბიო წარმოების მეთოდების პოპულარიზაციას;
** კონვენციური სოფლის მეურნეობის მავნე გავლენის შემცირებას ადამიანისა და გარემოს ჯანმრთელობაზე.

http://www.organicgeo.ge

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი (+ მივლინებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:00
ანაზღაურება: 800-1,500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** შესაბამისი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ერთ წლიან კულტურებში;
** ბიოწარმოების მეთოდების გამოყენების გამოცდილება.

კანდიდატის მოვალეობები:

** ფერმერებთან შეხვედრების ორგანიზება;
** აგრონომიული კონსულტაციის გაწევა ასოციაციის წევრი ორგანიზაციებისა და
** ფერმერებისათვის (წარმოების ყველა ეტაპზე);
** ასოციაციის საქმიანობის ცნობადობის გაზრდა;
** აგრონომიული პროცესისა და ფერმერული მეურნეობის ზედამხედველობა;
** პროექტის სხვა აქტივობებში ჩართულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, 2018 წლის 10 ნოემბრამდე, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, (ყველა დოკუმენტი ქართულ ენაზე) შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: contact@organicgeo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე