ჟურნალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ჟურნალისტი
მომწოდებელი: საინფორმაციო სააგენტო პირველი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ოქტ
საინფორმაციო სააგენტო "პირველი" აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე.

საქმიანობის ძირითადი სფერო და ვალდებულებები:

** ჟურნალისტი სააგენტო "პირველის" ვებგვერდზე ათავსებს ახალ ამბებს, რომლებსაც მოიძიებს როგორც პირადი, ისე საჯარო წყაროებიდან.
** პრეს-კონფერენციებზე და სხვა მედიაღონისძიებებზე გასვლა და შესაბამისი სტატიებისა და ახალი ამბების მომზადება.
** მნიშვნელოვანი მოვლენების ლოკაციებიდან ლაივ-ჩართვები.
** მულტიმედია პროდუქტების მომზადება.

საჭირო უნარები:

** ჟურნალისტური სტანდარტების ცოდნა;
** ოპერატიული მუშაობა;
** გამართულად წერა;
** კოლეგებისგან მიღებული ინფორმაციის რედაქტირება;
** ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მედიაპროდუქტად ჩამოყალიბება;
** ჟურნალისტური ეთიკის ნორმების ცოდნა და დაცვა მუშაობის პროცესში;
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმის ბოლომდე მიყვანა;
** გუნდური მუშაობა.

უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას.

მუშაობის განრიგი ჟურნალისტის სამუშაო განრიგი სტანდარტულ დღეებში გულისხმობს რედაქციაში ყოფნას 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. 1-საათიანი შესვენება 13:00-დან 15:00 საათამდე შუალედში.
რედაქციაში მოქმედებს მორიგეობის რეჟიმი.

დაინტერესებულმა კოლეგებმა CV გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: vacancy@pia.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე