იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 10 ოქტ / ბოლო ვადა: 10 ნოე
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ახალი პროდუქტის უცხოურ ბაზარზე მუდმივი მოძიება;
** უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
** პირობების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;
** შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა.
** ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი;
** ტენდერების მოძიება და მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** იმპორტის მიმართულებით 2 წლიანი გამოცდილება ფარმაცევტულ ან სამედიცინო სფეროში;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობისა უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დანტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "იმპორტის მენეჯერი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე