ტექნიკოსი, მწმენდავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკოსი, მწმენდავი
მომწოდებელი: სანიტარული კომპანია ქილერსი
გამოქვეყნდა: 10 ოქტ / ბოლო ვადა: 10 ნოე
კომპანია "ქილერსი" სთავაზობს დასუფთავებისა და სანიტარულ სერვისს, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. კომპანია ბაზარზე გამოჩნდა 2014 წლიდან და დღეისათვის ემსახურება წამყვან კომპანიებს საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: http://www.facebook.com/killers.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას ტექნიკოსის და მწმენდავის პოზიციაზე.

1. ტექნიკოსი

მოვალეობები:

გადამზადების გავლის შემდეგ, ინდივიდუალურად ან/და გუნდურად ჩაატაროს სანიტარული პროცედურები (დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია, ქვეწარმავლების კონტროლი და ა.შ.) სხვადასხვა ობიექტებზე, საქართველოს მასშტაბით, და გაუწიოს მათ შემდეგი მონიტორინგი

აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანობა
** მოწესრიგებულობა.

2. მწმენდავი

მოვალეობები: ჩაატაროს წმენდისა და დასუფთავების სამუშაოები სხვადასხვა ობიექტებზე, საქართველოს მასშტაბით.

აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანობა
** მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@killers.ge და აუცილებლად დაურთეთ თქვენი ფოტო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე