მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ვეგა
გამოქვეყნდა: 8 ოქტ / ბოლო ვადა: 8 ნოე
ლომბარდი შპს "ვეგა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილი, ჯავახეთის ქ. 44
სამუშაო საათები: 9.00AM-8.00PM, კვირაში ერთი დღე დასვენება
შენიშვნა: შესაძლებელია განსხვავებული (მოქნილი) სამუშაო გრაფიკიც.
შრომის ანაზღაურება: პირველი ერთი თვე შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი, რომელიც არ არის ანაზღაურებადი. მეორე თვიდან მოჭრილი 600 ლარი + ბონუსი + პრემია

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობა და მომსახურების სერვისის შექმნა
** ტექნიკის და ოქროს დალომბარდება
** ვალუტის კონვერტაცია, სალომბარდე ნივთების შემოწმება/შეფასება
** სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა (ლომბარდი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია/ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (ნამუშევარი სალაროსთან), ბანკი (ნამუშევარი სალაროსთან), ტექნიკის მაღაზიაში (ტექნიკაში უნდა ერკვეოდეს).

პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც კარგად ერკვევიან ტექნიკაში (კერძოდ; ტელეფონები, ლეპტოპები, კომპიუტერები და ა.შ.) - რაიმე პროფესიიდან გამომდინარე, ერკვევიან ოქროში - რაიმე პროფესიიდან გამომდინარე, ნამუშევარია სალაროსთან - რაიმე პროფესიიდან გამომდინარე.

მოთხოვნები:

კანდიდატს (გოგოს/ბიჭს) უნდა გააჩნდეს:

** ლოგიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული.
** ენების ცოდნა: ქართული (კარგად) ინგლისური და რუსული (საშუალო დონეზე).

ასაკობრივი ზღვარი: 18-დან 30 წლამდე.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** საქმისადმი პატივისცემა, მონდომებულობა
** სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი

სამუშაოს ტიპი: სრული ან არასრული განაკვეთი.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად (აუცილებლად) გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: kubcreditt@gmail.com

აღნიშნულ ვაკანსიაზე დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: www.vegacredit.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 444540.

ლომბარდების ქსელი არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომლები. ვაკანსიაზე განიხილება არა მხოლოდ გამოცდილების მქონე კადრები, საქმის შესწავლა მოხდება ადგილზე. შეირჩევიან მოტივირებული და მონდომებული კადრები, რომელთაც ესაჭიროებათ სტაბილური სამსახური!

დამატებითი ინფორმაცია:

1. დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
2. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
4. დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის, კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე