გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: GIES
გამოქვეყნდა: 15 სექ / ბოლო ვადა: 15 ოქტ
კვების პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია "ჯი ეს" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** არსებული და პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზის შექმნა/შევსება;
** ორგანიზაციის კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
** საკონსულტაციო მომსახურების გაყიდვების გაზრდა;
** ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება   გაყიდვების სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** უცხო ენების - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** ასაკი: 22-35 წ.

პიროვნული მახასიათებლები:

** შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე, პუნქტუალური;
** გუნდური მოთამაშე;
** პრეზენტაბელური, კომუნიკაბელური და გამართული მეტყველების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, არაუგვიანეს 2018 წლის 30 სექტემბრისა,  შემდეგ ელფოსტაზე: info.gies@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ტელ: 574 142288 - პაატა შენგელია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე