პროგრამისტი - C#/.NET - კარლსრუე, გერმანია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამისტი - C#/.NET - კარლსრუე, გერმანია
მომწოდებელი: Lossin Technology
გამოქვეყნდა: 15 სექ / ბოლო ვადა: 15 ოქტ
თუ ეძებ მრავალფეროვნებას, ისწრაფი სიახლეებისაკენ, გსურს გამოცდილების/ცოდნის გაღრმავება და დაინტერესებული ხარ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით ნებისმიერი მოცულობის პროექტის ფარგლებში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა, სადაც შეძლებ მიიღო მოგება და განვითარდე საკუთარი, როგორც პროგრამისტის, შესაძლებლობების გამოყენებით.

პოზიცია: პროგრამისტი - C#/.NET

სამუშაო ადგილი: კარლსრუე, ბადენ-ვიუტენბერგი, გერმანია.
სერვისები: საინფორმაციო ტექნოლოგიები და ტელეკომუნიკაცია (IT&Telecom) - პროგრამირება და აპლიკაციის მართვა (Software Development & Application Managment).

სამუშაოს აღწერილობა:

** კომპანიის მომხმარებელთა მხარდაჭერა რთული პროექტების შემუშავებაში. მაგალითად, ახალი პლატფორმის კონსტრუირება;
** .NET-ში მაღალხარისხიანი კომპონენტების შემუშავების ცოდნა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური მეთოდებისა;
** თქვენი სახით გვსურს ვიპოვოთ პროგრამისტი, რომელიც რთულ ტექნიკურ პრობლემებს შემოქმედებითი მიდგომით წყვეტს;
** უნდა შეგეძლოთ, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის შემუშავება.

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლების დიპლომი (ბაკალავრი);
** C#/.NET პროგრამირების გამოცდილება;
** განაწილებულ სისტემებსა და მონაცემთა ბაზასთან (distributed systems and database) მუშაობის გამოცდილება;
** მოქნილი პროგრამირების ცოდნა (agile software development);
** გერმანული და ინგლისური ენის ცოდნა აქტიური მომხმარებლის დონეზე.

ჩვენი კომპანიის კორპორატიული კულტურა ემყარება კომპანიის ყველა დონეზე, კომპანიაში მომუშავე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა კოლეგიალურ ურთიერთპატივისცემას. აღნიშნული მოიცავს კომპანიის ადგილობრივ გუნდთან ერთად სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს. დროდადრო ეწყობა კლიენტთა მომსახურების მენეჯერთან შეხვედრები, გამოხმაურებების, თქვენს წინაშე მდგარი გამოწვევებისა და თქვენი სამომავლო ხედვების განხილვის მიზნით. თვითგანვითარება და თვითსწავლა გიქმნით იდეალურ პირობებს, რომ გაიუმჯობესოთ უნარები და მზად იყოთ მომავალი პროექტებისათვის.

ჩვენს კომპანიაში მუშაობა ნიშნავს, ასრულებდე საინტერესო სამუშაოს, გქონდეს სწრაფვა პროფესიული ზრდისკენ, სარგებლობდე მზარდი დამსაქმებლის უსაფრთხო მხარდაჭერით და იკვლევდე კომპიუტერული ტექნოლოგიების მრავალფეროვან სამყაროს. ჩვენს კომპანიას აქვს 40 ფილიალი და 3 კვლევითი ცენტრი მხოლოდ ევროპაში. ხოლო, მსოფლიო მასშტაბით მოქმედ 97 ფილიალში დასაქმებულია 10 000 თანამშრომელი.

გაჩერდე - ნიშნავს ჩამორჩე. იმოძრავე ჩვენს კომპანიასთან ერთად!

ანაზღაურება და შრომითი ურთიერთობები:

შრომის ანაზღაურება და დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შრომითი ურთიერთობები წესრიგდება გერმანიის შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია არ განიხილავს პერსპექტიულად სამუშაოს დისტანციურად, საქართველოდან შესრულებას და ვაკანსიაზე შერჩევის შემთხვევაში, აპლიკანტი გერმანიაში უნდა გაემგზავროს სამუშაოდ.

დაინტერესების შემთხვევაში, CV (PDF ფორმატში, თანდართული ფოტოთი და მოკლე უცხოენოვანი CV-ის ვერსიით ინგლისურ ან გერმანულ ენაზე (brief CV)) გაუგზავნეთ შუამავალ ორგანიზაციას გერმანიაში - "Lossin Technology GmbH & Co. KG", ელფოსტაზე: jobs@lossin.technology (წერილის თემის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ: "პროგრამისტი").

შენიშვნა: სასურველია ფოტო იყოს არაოფიციალური, ბუნებრივი, მაგალითად, ოდნავ გაღიმებული სახით. მიეცით CV-ის სახე, საიდანაც გარდა ანკეტური მონაცემებისა და განათლების/უნარების შესახებ ინფორმაციისა, შესაძლებელი იქნება შეფასდეს თქვენი საქმისადმი სკრუპულოზური მიდგომა, კრეატიულობა, მოწესრიგებულობა. ყველა ეს დეტალი კომპანიისთვის და მასში დასაქმებული თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე