წარმოების დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: წარმოების დამხმარე
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 15 სექ / ბოლო ვადა: 1 ოქტ
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან გამოჩნდა ქართული წარმოების ბაზარზე. "მარშეს" წარმოება ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 2200-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს შემდეგი 4 კატეგორიიდან: ნახევარფაბრიკატები, თევზის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ძეხვეული. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს, განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში დამხმარე პერსონალის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე/40 სამუშაო საათი კვირაში
ანაზღაურება: 400 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის საკვები ნახევარფაბრიკატების წარმოება;
** წარმოების პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
** ელექტრო-დანადგარებთან მუშაობა;
** საამქროს ტექნოლოგ-მენეჯერის დავალებების შესრულება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 55 წლამდე;
** საშუალო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
** საბოლოო გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "წარმოების დამხმარე პერსონალი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი, 2018 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე