IT სპეციალისტი, პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT სპეციალისტი, პროგრამისტი
მომწოდებელი: კრედიტინფო საქართველო
გამოქვეყნდა: 15 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
სს "კრედიტინფო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის და პროგრამისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტების ტექნიკური კონსულტირება კომპანიის ბაზაში ინფორმაციის ატვირთვისა და კომპანიის ვებსერვისებთან ინტეგრაციის საკითხებზე, პროგრამული კოდის ანალიზის დონეზე;
** კომპანიის კლიენტების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და კომპანიის ვებსერვისებთან ინტეგრაციის სისწორის შემოწმება, პროგრამული კოდის ანალიზის დონეზე;
** კომპანიის კლიენტებისთვის ინფორმაციის მომზადება-გენერაცია პროგრამული კუთხით;
** კომპანიის პროგრამული პროდუქტების ტესტირება;
** კომპანიის იტ მენეჯერის დავალებების შესრულება, შიდა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში მონაწილეობა;
** პოზიციასთან დაკავშირებულ სხვა ყველა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** IT განათლება;
** კომპიუტერული ქსელების თეორია საწყის დონეზე;
** XML საფუძვლები;
** Junior პროგრამისტის დონეზე პროგრამული პროდუქტების შექმნის გამოცდილება C#, Microsoft SQL Server;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდში მუშაობის უნარი და სურვილი;
** აქტიური და ყურადღებიანი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@creditinfo.ge 2018 წლის 30 სექტემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე