სადოქტორო სკოლის აკადემიური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სადოქტორო სკოლის აკადემიური დირექტორი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 სექ / ბოლო ვადა: 29 სექ
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კავკასიის სადოქტორო სკოლის აკადემიური დირექტორის თანამდებობაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** აკადემიური პროგრამების შინაარსობრივი ანალიზი და განახლებაზე ზრუნვა.
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ორგანიზაციული და შინაარსობრივი მხარის მართვა.
** სისტემატიური ურთიერთობები ადმინისტრაციულ პირებთან, აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან.
** სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისათვის ხელის შეწყობა.
** საგრანტო და კვლევით პროექტებზე მუშაობისათვის შესაბამისი გეგმისა და სტრატეგიული ხედვის შემუშავება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან და ფონდებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება;
** უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელი პირების მიერ განსაზღვრული სხვა საჭირო დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით (შესაძლებელია მომიჯნავე სფეროების განხილვა). დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად.
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
** პრიორიტეტი მიენიჭება ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში გამოცდილების მქონე აპლიკანტს, ასევე, კვლევით და საგრანტო პროექტებში და ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან/ფონდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
** ანაზღაურება (ხელზე): 2000 ლარი
** გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე
** სამსახურის დაწყების დრო: 2018 წლის ოქტომბერი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია), ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge 2018 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ "აკადემიური დირექტორი".

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე