მოგების გადასახადის სიღრმისეული კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოგების გადასახადის სიღრმისეული კურსი
მომწოდებელი: გრანთ თორნთონ აკადემია
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ
"გრანთ თორნთონ აკადემია" 11 ოქტომბრიდან აცხადებს მსმენელთა მიღებას ტრენინგზე - მოგების გადასახადის სიღრმისეული კურსი (სიტუაციური სახელმძღვანელოების და ქეისების განხილვით).

ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი ბუღალტრებისთვის, საგადასახადო და ფინანსური აუდიტორებისთვის, მენეჯერებისთვის და მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. ტრენინგის მიზანია მოქმედი საგადასახადო კოანონმდებლობისა და 2017 წლიდან შესული ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, მოგების გადასახადით დაბეგვრის და აღრიცხვის სპეციფიკის სიღრმისელული შესწავლა და პრაქტიკული მაგალითების განხილვა.

ხანგრძლივობა: 8 საათი;
ღირებულება: 150 ლარი.
სამუშაო ენა: ქართული.

კურსებს გაუძღვებიან გამოცდილი ლექტორები და დარგის წამყვანი პროფესიონალები.

სწავლის პროცესი მიმდინარეობს ინტერაქტიული სწავლების მეთოდების გამოყენებით: სიტუაციების ანალიზი, დისკუსია, შეფასება, თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები.

დასრულებისას ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება, რაც მსმენელს საკუთარი ცოდნის შემოწმების საშუალებას მისცემს.

მონაწილეები მიიღებენ "გრანთ თორნთონ აკადემიის" სერთიფიკატებს.

ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ, საღამოს საათებში 19:00-22:00 პერიოდში, 2-3 საათიანი ხანგრძლივობით შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N54 (მეტრო სადგური: 300 არაგველების მიმდებარე ტერიტორია), "გრანთ თორნთონის" ოფისი.

მსურველთათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
10%-იანი ფასდაკლება გრანთ თორნთონ საქართველოს კლიენტებისთვის
10%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: სარეგისტრაციო ლინკი

ტელეფონი: 995 593 939 430 - ქეთევან ღამბაშიძე
ელ.ფოსტა: gtacademy@ge.gt.com

"გრანთ თორნთონი" წარმოადგენს მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ წამყვან ქსელს. ჩვენ პროფესიონალური და პერსპექტიული რჩევებით ვეხმარებით დინამიურ ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი ზრდის პოტენციალი. კომპანიის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურ ცოდნასა და გამოცდილებას იყენებენ იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენელი კომპანიების პრობლემები და დაეხმარონ მათ გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 50,000 თანამშრომელი, 135 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული როგორც კლიენტებისათვის, ისე კოლეგებისთვის - გარემოში, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება და მუშაობა.

გრანთ თორნთონ - საქართველო, გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი, წარმოადგენს ბუღალტერთა და აუდიტორთა, ფინანსურ მრჩეველთა, ბიზნესისა და მართვის დარგის კონსულტანტთა, საგადასახადო და იურიდიულ მრჩეველთა პროფესიონალურ გუნდს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე