კურსი - ბუღალტრული აღრიცხვა (ბასს სტანდარტებით)
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - ბუღალტრული აღრიცხვა (ბასს სტანდარტებით)
მომწოდებელი: გრანთ თორნთონ აკადემია
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ
"გრანთ თორნთონ აკადემია" 11 ოქტომბრიდან აცხადებს მსმენელთა მიღებას საკვალიფიკაციო კურსზე - ბუღალტრული აღრიცხვა (ბასს სტანდარტებით).

კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის და მისი მიზანია მსმენელისთვის ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების საფუძვლების ძირითადი პრინციპების შესწავლა.

ხანგრძლივობა: 30 საათი;
ღირებულება: 400 ლარი.
სამუშაო ენა: ქართული

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: სარეგისტრაციო ლინკი

ტელეფონი: 995 593 939 430 - ქეთევან ღამბაშიძე
ელ.ფოსტა: gtacademy@ge.gt.com

"გრანთ თორნთონი" წარმოადგენს მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ წამყვან ქსელს. ჩვენ პროფესიონალური და პერსპექტიული რჩევებით ვეხმარებით დინამიურ ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი ზრდის პოტენციალი. კომპანიის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურ ცოდნასა და გამოცდილებას იყენებენ იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენელი კომპანიების პრობლემები და დაეხმარონ მათ გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 50,000 თანამშრომელი, 135 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული როგორც კლიენტებისათვის, ისე კოლეგებისთვის - გარემოში, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება და მუშაობა.

გრანთ თორნთონ - საქართველო, გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი, წარმოადგენს ბუღალტერთა და აუდიტორთა, ფინანსურ მრჩეველთა, ბიზნესისა და მართვის დარგის კონსულტანტთა, საგადასახადო და იურიდიულ მრჩეველთა პროფესიონალურ გუნდს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე