პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: საქენერგორემონტი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 1 ოქტ
ს.ს. "საქენერგორემონტი" (ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანია) აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე გზების მშენებლობის პროექტისათვის.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის გუნდის და რესურსების ფორმირება, ბიუჯეტის დაგეგმვა (ხარჯთაღრიცხვის და სამუშაოს ვადების გრაფიკის მომზადება)
** პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე შიდა სტრუქტურის გაწერა, დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმება და დამტკიცება
** პროექტის მართვა კომპანიის ინტერესების შესაბამისად. მართვის პროცესში დანაზოგების გაკეთება
** პროექტის შესრულების უზრუნველყოფა დაგეგმილი გრაფიკით და მაღალი ხარისხით
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** პროექტის ფარგლებში საჭირო ნებართვების მოპოვება
** მთელი პროექტის განმავლობაში მოლაპარაკებების წარმოება პატრნიორებთან
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (სწორი დავალებების მიცემა, რეგულარული უკუკავშირი, მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა)
** პროექტის მსვლელობისას დროის, ხარჯებისა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგის შუალედური შედეგების განხილვა
** მიმდინარე პროცესში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრა
** პროექტის საერთაშორისო ზედამხედველებისათვის და დამკვეთისათვის პერმანენტული რეპორტების მომზადება/რევიზია და სხვა ნებისმიერი მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება დადგენილ ვადებში
** პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხების კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** კომპანიისთვის მომგებიანი პროექტების მოზიდვა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** პროექტების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ბეტონის გზების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** პროექტის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
** Ms Project, Excel, Word, Power Point პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (როგორც ზეპირი ასევე წერითი კომუნიკაცია)
** შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა

უნარები:

** მოლაპარაკების უნარი
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი
** სამუშაოს ორგანიზება
** სტრესის მართვა
** განვითარებისკენ სწრაფვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** გამოცდილების გაზიარების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@edg.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 01 ოქტომბერი 2018 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე