გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აბუ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
კომპანია "აბუ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის მიმართულებით);
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება. სასურველია სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმართვა, შეთავაზების გაკეთება, შეხვედრების ორგანიზება;
** შეკვეთის მიღება და შესრულების უზრუნველყოფის კონტროლი;
** გადაზიდვების კონტროლი შეკვეთის მიღების მომენტიდან, მის დასრულებამდე.
** ყოველდღიური ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება დღის სამუშაო პროცესის შესახებ.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: sofi-mei@abujorjia.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების მენეჯერი).

შენიშვნა: რუსული ენის არცოდნის და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილების არქონის შემთხვევაში, გთხოვთ, ნუ გამოგვეხმაურებით!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე