სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Georgian International Holding
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
შ.პ.ს."Georgian International Holding" არის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელი კომპანია, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის N88-ში. კომპანია საქართველოში წარმოდგენილია თბილისსა და ქუთაისში.

შ.პ.ს." Georgian International Holding "-ი თბილისში აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

** სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება ბიზნეს მიზნების შესაბამისად და მისი განხორციელება
** საინტერესო კონტენტის (მაგ., ორიგინალური ტექსტის, ფოტოების, ვიდეოებისა და სიახლეების) გენერირება, რედაქტირება, გამოქვეყნება და გაზიარება;
** სოციალური მედიის ანგარიშების დიზაინის (მაგალითად, Facebook-ის თაიმლაინის ქავერის (გარეკანის), პროფილის სურათებისა და ვებგვერდის განლაგების) კონტროლი;
** გამომწერებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოთხოვნის შესაბამისად.
** შემუშავებული სტრატეგიის (მარკეტინგი, ბრენდინგი) მიხედვით, კომპანიის ცნობადობის ამაღლებისთვის საჭირო აქტივობების შემუშავება და განხორციელება;
** სოციალური მედია არხების აქტივობის ხელშეწყობა/მართვა ვებგვერდის ტრაფიკის (მოძრაობის) მაღალი დონისა და მომხმარებელთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის (ან მათთან დაკავშირებული რელევანტური) მიმართულებით;
** მედია საშუალებებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა.
** რედაქტორული მიდგომები და ანალიტიკური აზროვნება;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
** შემოქმედებითობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (სასურველია ინგლისურად) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hany.fahmy@fresh.com.eg და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გასაუბრება წარიმართება ინგლისურ ენაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე