დაცვის გუნდის ხელმძღვანელი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დაცვის გუნდის ხელმძღვანელი - თელავი
მომწოდებელი: GWS
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ
შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია" (GWS)  აცხადებს დაცვის გუნდის ხელმძღვანელის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი:  თელავი
განაკვეთი:  სრული

ძირითადი მოვალეობები:

** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით შესაბამისი პროცედურების შექმნა და დანერგვა
** საწარმოს ტერიტორიის და შენობების კონტროლის ზედამხედველობა
** მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის აღრიცხვის ზედამხედველობა
** ქარხნის ტერიტორიაზე დასალუქი ობიექტების მიღება-ჩაბარებას და შესაბამისი ჟურნალების წარმოების კონტროლი
** წარმოების ტერიტორიასა და შენობებში შემოსულ და გასულ პირთა მოძრაობის კონტროლი 
** სახანძრო/დაცვითი სიგნალიზაციის კონტროლი და სხვა.

საჭირო ცოდნა და უნარები:

** საკანონმდებლო და ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გუნდის მართვის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციებში ქმედების გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gws.com.ge არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("Security team leader"). 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. 

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე