კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი - ბათუმი
მომწოდებელი: მოკასინი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
ევროპული ფეხსაცმლის მაღაზია "მოკასინი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ბათუმში.

"მოკასინი" თავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ნატურალური ტყავის, სპორტულ და კლასიკურ ფეხსაცმელს იტალია, ესპანეთსა და პორტუგალიიდან. იხილეთ მეტი ბმულზე: https://www.facebook.com/MoccasinBatumi/

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
** თაროებზე პროდუქციის მოწესრიგებულ მდგომარეობაში ქონა
** მომხმარებლის პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და პროდუქციისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
** ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება.

მოთხოვნები:

** სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, კოსმეტიკის ან აქსესუარების სფერო)
** სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული)
** მოწესრიგებულობა
** თავაზიანობა
** პუნქტუალობა
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა
** ხარისხიან მომსახურეობაზე და გაყიდვებზე ფოკუსირება

ანაზღაურება: თვიური ხელფასი + % რეალიზაციიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით, ელექტრონულ მისამართზე: mymoccasin@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე