ავტო ნაწილების გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტო ნაწილების გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: გასგო მოტორსი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
"გასგო მოტორსი" საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი კომპანია სწრაფად პროგრესირებს, დღეს-დღეობით შესაძლებელი გახდა ჩვენს მომსახურეობაში ავტო ნაწილების სერვისის დამატებაც.

კომპანია აცხადებს ავტო ნაწილების გაყიდვების ოპერატორის ვაკანსიას.

სამუშაო განაკვეთი: 9:00-18:00, ორშაბათი-შაბათის ჩათვლით.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-30 წელი.
** სქესი: მამრობითი.
** რუსული ენის ცოდნა.
** დაკვირვებული
** პასუხისმგებლიანი
** თავაზიანი
** პუნქტუალური.

მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება
** ზედნადებების კონტროლი
** სალაროს მართვა, დღის ბოლოს თანხების და დღიური რეპორტების გასწორება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე vacancy@gasgomotors.ge და "Subject"-ში მიუთითეთ "ავტო ნაწილების გაყიდვების ოპერატორი". სასურველია თან დაურთოთ თქვენი ფოტო სურათი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე