მედია მონიტორინგის და ტექსტის სწრაფი ბეჭდვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მედია მონიტორინგის და ტექსტის სწრაფი ბეჭდვის სპეციალისტი
მომწოდებელი: პი არ საკონსულტაციო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 15 ოქტ
"პი არ საკონსულტაციო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მედია მონიტორინგის და ტექსტის სწრაფი ბეჭდვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვაკანტური პოზიციის შესახებ: საქმიანობა გულისხმობს სატელევიზიო და რადიო გადაცემების, ჟურნალ-გაზეთების, საინფორმაციო სააგენტოების, სოციალური მედიის მონიტორინგს და ინფორმაციის შეტანას მონაცემთა ბაზაში.

აპლიკანტის სავალდებულო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მინიმუმ 5 გვერდის აკრეფა 1 საათის განმავლობაში;
** წაკითხულის და მოსმენილის ანოტაციის სახით მომზადების უნარი;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნები უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი: 15:00-დან 23:00 საათამდე

პროფესიული ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: სავალდებულო არ არის. უპირატესობა მიენიჭება ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და მაგისტრებს.

აპლიკანტების შერჩევა ეტაპები:

1. გასაუბრება;
2. ტესტირება ტექსტის სწრაფ და გამართულ წერაში;
3. ორ კვირიანი სტაჟირების კურსი.

ანაზღაურება: 500 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: prcg.ge@gmail.com

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი 2018 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე