კონკურსი - ალტერნატიული აკადემია 2
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი - ალტერნატიული აკადემია 2
მომწოდებელი: სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 20 სექ
თანდართული ფაილი: 189413-carc-altacad-form.zip
კონკურსი - ალტერნატიული აკადემია 2

"სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრი" (CARC), "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას "ალტერნატიულ აკადემიაში" მონაწილეობის მისაღებად.

პროექტი წელს ჩატარდება 3 საუნივერსიტეტო ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ქართული საგანმანათლებლო სივრცეში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების განხილვის მიზნით, "სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრი" (CARC) და ფრიდრიხ ებერტის ფონდი ახორციელებენ პროექტს "ალტერნატიული აკადემია", რომლის მიზანია შექმნას სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწოდებს ალტერნატიულ ინფორმაციას სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა სახის გამოწვევებზე ქართულ რეალობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე."

ალტერნატიული აკადემიის წლევანდელი თემატიკა ფოკუსირებული იქნება გლობალურ და ადგილობრივ კრიზისებზე. პროგრამის ერთი მოდული დაეთმობა საკითხებს, რომელიც საქართველოს ურთიერთმიმართებას განსაზღვრავს გლობალურ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რუკაზე, მეორე მხრივ, პროგრამა წელსაც მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს სოციალურ საკითხებს და პრობლემებს თანამედროვე საქართველოში.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ სასწავლო ვორქშოპები და კვლევითი პრაქტიკები.

ალტერნატიულ აკადემიაში მონაწილეობა უფასოა, საჭირო სასწავლო მასალებითა და სხვა ინვენტარით მონაწილეებს უზრუნველყოფს პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი და მისი მხარდამჭერები.

წლევანდელი ალტერნატიული აკადემიის თემაა: პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები: სახელმწიფო და დემოკრატია.

შერჩევის კრიტერიუმები:

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 1981-დან 1999 წლამდე დაბადებულ ახალგაზრდებს. პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება სოციალური და პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

მონაწილების მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: academy@carc.ge. წერილის სათაურში ინგლისურ ან ქართულ ენებზე მიუთითეთ პროგრამის დასახელება - "ალტერნატიული აკადემია" (Alternative Academy) და ქალაქის დასახელება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 სექტემბერი, 2018 წ.

პროექტის განმავლობაში დაგეგმილი სალექციო კურსი ჩატარდება:

** თბილისში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
** ბათუმში - შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
** ქუთაისში - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის დასრულების შემდგომ პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ აკადემიაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კანდიდატები შეირჩევიან სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: www.carc.ge
ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@carc.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე