საგანმანათლებლო დაწესებულებებში კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგანმანათლებლო დაწესებულებებში კოორდინატორი
მომწოდებელი: ჯეოლოჯიქი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ
"ჯეოლოჯიქი" (http://www.geo-logic.ge) აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო დაწესებულებებში კოორდინატორის პოზიციაზე.

"ჯეოლოჯიქი" საგანამანათლებლო სფეროში ჩართული კომპანიაა, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს შეფასებითი პროგრამების (სასკოლო ოლიმპიადები) კუთხით. სასკოლო ოლიმპიადები უკვე ჩატარდა 2017 წლის შემოდგომასა და 2018 წლის გაზაფხულზე, სადაც ჯამში პრიზებით დაჯილდოვდა 200-მდე მოსწავლე, მონაწილეობა მიიღო 3000-ზე მეტმა მონაწილემ. აგრეთვე ჯეოლოჯიქის ვებ-გვერდზე შესაძლებელია უფასო ონლაინ ტესტებით მეცადინეობა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასოა, (უკვე სარგებლობს 1500-ზე მეტი მოსწავლე), აღნიშნული კი ოლიმპიადებისთვის მოსამზადებვლად საუკეთესო საშუალებაა.

სამუშაოს აღწერა:

** ოლიმპიადების ღონისძიებების შესახებ სკოლებში ინფორმაციის გავრცელება;
** მიღებული შედეგების მიხედვით სერტიფიკატებისა და დიპლომების დარიგება;
** ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის კავშირის დამყარება და მართვა.

პიროვნული თვისებები:

** შედეგებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

მსურველებმა შეავსეთ მოცემულ ლინკზე "გუგლის" ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1kTm4JxUhE3e0rRN3tbT5rMo_AFKKV5XuPUkGBMjyXOI/edit. გთხოვთ შეავსოთ რამდენიმე გრაფა, რის შედმგომაც ჩვენი წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან.

უპირატესობა მიენიჭება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირებს, ხოლო ანაზღაურება მოხდება ჩატარებული სამუშაოს მოცულობიდან და შედეგიდან გამომდინარე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე