ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ
კვების პროდუქტების მოწინავე მწარმოებელი კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის (Account Manager) პოზიციაზე.

ექაუნთ მენეჯერის პოზიცია პირდაპირ ექვემდებარება გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორს.

არსებითი მოვალეობები მოიცავს:

** მის კურატორობის ქვეშ შემავალი კატეგორიების განვითარებასა და შემოსავლიანობაზე პასუხისმგებლობა;
** კატეგორიისათვის მომხმარებელთა წარმოდგენებისა და შეფასებების ფორმირების მართვა;
** მომხმარებელთა მონაცემის ბაზის განვითარება და მართვა;
** ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
** HoReCa მომსახურების პროდუქტების შექმნა, განვითარება და მართვა.
** მომხმარებელთა პორთფელის ეფექტური მართვა.
** სიახლეებისა დანერგვის, ახალი კატეგორიისა და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და არსებულის გაუმჯობესებისაკენ მუდმივი სწრაფვა.
** სხვა, ფუნქციასთან დაკავშირებული მოვალეობები.

იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** განათლება გაყიდვების/მარკეტინგის/მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსგავს სამუშაოზე 2-3 წლიანი გამოცდილება;
** კვების პროდუქტების წარმოების შესახებ ინფორმირებულობა მისასალმებელია;
** მაიკროსოფთ ოფისის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა სავალდებულოა;
** ანგარიშგების/"რეპორტინგის" კარგად განვითარებული უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგად განვითარებული უნარები;
** კულინარიის მიმართ ინტერესი და გურმანობა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ

** საუკეთესო, მეგობრულ და მაღალპროფესიონალურ გუნდს;
** კარგ სამუშაო გარემოს, როგორც საკუთარი შესაძლებლობების, ისე გუნდის განვითარებისათვის;
** ლოიალურ და თანამდგომ მენეჯმენტს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ჩვენს პროფესიონალურ გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@marshe.ge არაუგვიანეს 28 სექტემბრისა და სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ "AM", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა არ იქნას განხილული.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე