გაყიდვების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ
კვების პროდუქტების მოწინავე მწარმოებელი კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიცია პირდაპირ ექვემდებარება გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორს.

სამუშაოს მიმოხილვა: პოზიციის ძირითადი მიზანია გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდის ხელშწყობა გადაწყვეტილებების მიღებისათვის საჭირო ანგარიშების მომზადება, ასევე, საოპერაციო პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მაღალი სტანდარტებით წარმოებული პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა.

არსებითი მოვალეობები მოიცავს:

** გაყიდვების გუნდისათვის, სწორი ხედვის ჩამოყალიბების, შესრულების სამართავი საზომი საშუალებებით უზრუნველსაყოფად და, ზოგადად, გუნდის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, გაყიდვებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგება;
** კომპანიის ტრენდის, გაყიდვების შესრულებისა და მარკეტინგული აქტივობების მონაცემთა ანალიზი;
** მონაცემებში მცდარი ტრენდების/პატერნების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
** მენეჯმენტთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა;
** გაყიდვების, მარკეტინგისა და ბიზნესის ძირითადი საზომების (metrics) უკეთსი ვიზუალიზაციის მიზნით, გაყიდვების გუნდთან ერთად შესაბამისი რეპორტების დიზაინი, აწყობა და დანერგვა.
** გაყიდვების გუნდის ხელშეწყობა მნიშვნელოვან პროექტებზე (მაგალითად, ტერიტორიის სწორი დაგეგმარება, პროგნოზირება და შემოსავლების პროექცია, წარმადობის ანალიზი)
** გაყიდვების გუნდის შესრულებაზე დაფუძნებული ცვლადი ანაზღაურების (ბონუსები) სისტემის მართვა
** გაყიდვების რეპორტების დიზიანი და მართვა
** საქმესთან დაკავშირებული, შესაბამისი საოპერაციო პროცედურების შემუშავება, დაწერა და დანერგვა;
** სხვა, ფუნქციასთან დაკავშირებული მოვალეობები.

იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, წამყვანი ბიზნეს სკოლიდან);
** ანალიტიკოსად მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, ასევე, ანალიტიკური აზროვნების კარგად განვითარებული უნარები;
** ბიზნეს ალღო (business acumen);
** კარგად განვითარებული მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და რეპორტინგის უნარები, დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** პროცედურების წერის უნარი;
** მაიკროსოფთ პროგრამების უმაღლეს დონეზე ფლობა: ექსელი მოითხოვება პროფესიონალურ დონეზე, მათ შორის, მაკროსების შექმნისა და გამოყენების ცოდნა;
** კარგად განვითარებული ორგანიზაციული, ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები;
** ერთდროულად რამოდენიმე პროექტზე მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი;
** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ

** საუკეთესო, მეგობრულ და მაღალპროფესიონალურ გუნდს;
** კარგ სამუშაო გარემოს, როგორც საკუთარი შესაძლებლობების, ისე გუნდის განვითარებისათვის;
** ლოიალურ და თანამდგომ მენეჯმენტს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ჩვენს პროფესიონალურ გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@marshe.ge არაუგვიანეს 28 სექტემბრისა და სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ "SOA", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა არ იქნას განხილული.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე