ტექნიკური ზედამხედველობის მენეჯერი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკური ზედამხედველობის მენეჯერი - რეგიონები
მომწოდებელი: m² უძრავი ქონება
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
სს "m2 უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის მენეჯერის თანამდებობაზე რეგიონებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მშენებლობაზე შესასრულებელი/შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის შეფასება;
** ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება მშენებლობის პროგრესის შესახებ, შესრულების ვადების შედარება მშენებლობის დადგენილ გრაფიკთან;
** ობიექტზე ინსპექტირების ორგანიზება და მართვა, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
** მშენებლობის/რემონტის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია, არიქტექტურა);
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Cad (AutoCad; ArchiCad) პროგრამებთნ მუშაობის გამოცდილება
** სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობის გამოცდილება;
** სამშენებლო/დეველოპერული კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);
** სამშენებლო-ტექნიკური ნორმები, წესები და სტანდარტები;
** პროექტებისა და ხარისხის მართვა;
** აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge 2018 წლის 25 სექტემბრამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე