გაყიდვების მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - თელავი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 12 სექ / განახლდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 23 სექ
სადისტრიბუციო კომპანია გთავაზობთ გაყიდვების მენეჯერის პოზიციას კახეთის რეგიონში, (თელავი).

კომანიის პირობები:

** კომპანიის კუთვნილი მსუბუქი ავტომაქნანით;
** საწვავის ულიმიტო სისტემით/ტერიტორიის მიხედვით;
** კორპორატიული სადაზღვეო შემოთავაზება;
** ულიმიტო მობილური სასაუბრო დრო;
** ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით მინიმუმ 750-დან 1000 დოლარამდე;
** დამატებითი საბონუსე სისტემა - კვარტალში ერთხელ ხელფასის 50% შესრულებული სამუშაოს მიხედვით;

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული თვისებების მქონე;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 25-დან 40 წლამდე
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება. სასურველია სადისტრიბუციო სფეროში;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** გაყიდვების კონტროლი შეკვეთის მიღების მომენტიდან, მის დასრულებამდე და საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებამდე.
** ყოველკვირეული ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება მიმდინარე გაყიდვების პროცესის შესახებ სათაო ოფისისათვის;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი;
** ყოველკვირეული ანგარიშების წარდგენა ელექტრონული ფორმით სათაო ოფისთან;
** ქსელის მუდმივი მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრაციული მართვა/კონტროლი;
** გაყიდვების გეგმების და სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა და კონტროლი;

გასაუბრების ეტაპები:

** რეზიუმეების კონკურსი
** ტესტირება
** გასაუბრება (გასაუბრება ჩატარდება თბილისში, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის საფუძველზე)

მაღალი კვალიფიკაციის გაყიდვების მენეჯერებისთვის განვიხილავთ არასტანდარტულ პირობებს.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: georgian.distribution1@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე