დოკუმენტების შაბლონების დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დოკუმენტების შაბლონების დეველოპერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
"ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტების შაბლონების დეველოპერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.
ვაკანსიის აღწერა: ბანკისათვის საჭირო სხვადასხვა სახის დოკუმენტის გენერირების მოდულის გამართვა და შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრიატი/მაგისტრი/დამამთავრებელ კურსი) სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** Basic Python (მონაცემთა ტიპები, ციკლები, ფუნქციები) ცოდნა;
** Jinja templating ცოდნა;
** HTML5, CSS ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი დოკუმენტების შაბლონების შემუშავება შესაბამის ვადებში;
** არსებული დოკუმენტების შაბლონების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური ხარვეზის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი დახმარების გაწევა;
** დოკუმენტების ვერსიების სისტემატიზირებული, მოწესრიგებული სახით შენახვა;
** კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

უპირატესობად ჩაითვლება:

** Front-end დეველოპერად მუშაობის გამოცდილება;
** საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო პროგრამა Alta-სთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ბანკის მიზნებზე ორიენტაცია;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ქართულ ენაზე მართლწერის გამართული უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:

"ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე